ხშირად დასმული კითხვები

Q

როგორ დავრეგისტრირდე?

გადადით კაბინეტში, მოძებნეთ „ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია“ და შეავსეთ მითითებული ინფორმაცია.

Q

რა არის რეფერალები?

ჩვენ გთავაზობთ წამახალისებელ აქციას. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება დაარეგისტრიროთ სხვა მომხმარებლები თქვენი კაბინეტიდან და ამ მომხმარებლების დახარჯული თანხის 2% დაგერიცხებათ ბალანსზე.

Q

როგორ ვისარგებლოთ ამერიკული ბარათით?

გაიარეთ ავტორიზაცია, გადადით „შეკვეთაში“ და დაამატეთ მოცემული ინფორმაცია, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ შემდგომ ინსტრუქციას. მომსახურების საკომისიო ნივთის ღირებულების 5%-ია(მინიმალური საკომისიო 5 ლარი).

Q

როგორ ვისარგებლოთ კომპანიის მომსახურებით?

კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ოფისში ან ისარგებლოთ ონლაინ შეკვეთის პირობით, ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია კაბინეტში და გააკეთეთ „შეკვეთა“. მომსახურების საკომისიო შეადგენს ნივთის ღირებულების 3%-ს(მინიმალური საკომისიო 5 ლარი).

Q

რა ვადებში ჩამოდის ამანათები?

ამანათების ტრანსპორტირების ვადა რუსეთიდან 4-12 დღე, ამერიკიდან 5-12 დღე, ჩინეთიდან 5-12 დღე.

Q

როგორ ხდება საკურიერო მომსახურება?

საკურიერო მომსახურება ქალაქ თბილისში არის უფასო. 5 კილოგრამამდე ტვირთის მიწოდების მომსახურება ქალაქ გორში შეადგენს 3 ლარს.